loader

ბანკებმა შესაძლოა გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალები ჩამოაწერონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბანკებმა შესაძლოა გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალები ჩამოაწერონ

ბანკებმა შესაძლოა გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალები ჩამოაწერონ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატებია". ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული შემოსავალი. ფრაქციაში განმარტავენ, რომ ფინანსური ინსტიტუტები დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში დამატებით აღარ დაიბეგრებიან, რაც მათ სტიმულს მისცემს, კლიენტებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები აპატიონ.