loader

საქართველოში ყველის მუზეუმის გახსნა იგეგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ყველის მუზეუმის გახსნა იგეგმება

საქართველოში მალე შესაძლოა ყველის მუზეუმი გაიხსნას. მუზეუმის გახსნის ინიციატორი ყველის მკვლევარი ანა მიქაძეა. მისი თქმით, არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ საქართველოს ყველის წარმოების 80-საუკუნოვანი ისტორია აქვს. არსებობს შესაბამისი არტეფაქტებიც, რომელთა ერთ სივრცეში გაერთიანება შეიძლება. მუზეუმის კონცეფცია ყველის ადგილზე წარმოების იდეასაც მოიცავს. ანა მიქაძის თქმით, სამთავრობო სტრუქტურები უკვე დაინტერესდნენ მისი იდეით და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, მუზეუმის საცდელი მცირე მოდელის დემონსტრირება მოხდება.