loader

ე.წ. კანონიერმა ქურდმა "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს მილიონი გადაურიცხა? - თარგამაძის სკანდალური განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე.წ. კანონიერმა ქურდმა "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს მილიონი გადაურიცხა? - თარგამაძის სკანდალური განცხადება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ცნობილმა კრიმინალმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ", ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადმოურიცხა. ამის შესახებ გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კონკრეტული შეკითხვით მიმართა. გივი თარგამაძემ წარმოადგინა გადარიცხვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი. მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. თარგამაძის თქმით, ამ შეთანხმების გარანტორად დოკუმენტში მითითებულია ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის პირადი ბანკი "კალა კაპიტალი".