loader

საქართველოდან ყველაზე მეტი ღვინო ისევ რუსეთში გადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოდან ყველაზე მეტი ღვინო ისევ რუსეთში გადის

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში 4 531 556 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. ამის შესახებ PALITRANEWS-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-თებერვლის აღნიშნული მაჩვენებელი 56%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 2 559 795, უკრაინა - 651 792, ყაზახეთი - 337 582, პოლონეთი - 322 038 და ჩინეთი - 219 349 ბოთლი.

აიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე