მარია შარაპოვას სენსაციური აღიარება - სპორტსმენს აკრძალული პრეპარატის მიღების გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება
მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა მარია შარაპოვამ ორი დღის წინ დააანონსა ლოს ანჯელესში სპეციალური პრესკონფერენციის მოწვევა. ბოლოდროინდელი ტრავმიანობიდან გამომდინარე, ბევრი ვარაუდობდა, რომ რუსი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დასვენების ან სულაც კარიერის დასრულების შესახებ განაცხადებდა.
მაგრამ შარაპოვას განცხადება იმაზე სენსაციური აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მარიას თქმით, დოპინგ-ტესტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობისას გაიარა, დადებითი აღმოჩნდა - ჩოგბურთელს ორგანიზმში პრეპარატი მელდონიუმი აღმოუჩინეს.
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რომელიც მხოლოდ წლეულს შეიტანეს აკრძალული პრეპარატების სიაში. შარაპოვას თქმით, ის აღიარებს საკუთარ დანაშაულს, რადგან არ წაიკითხა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეპარატი აიკრძალა.
ჯერჯერობით არაფერი თქმულა დისკვალიფიკაციის ვადაზე. მარიამ დასძინა, რომ ითანამშრომლებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან და კორტზე დაბრუნებას იმედოვნებს.
www.sportall.ge