loader

შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ლევან მ. დააკავეს. მისი აყვანა ბორჯომში მოხდა.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის, ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეომა სტაბილურია. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში დაკითხეს.