loader

დაპირისპირება სასამართლოში: სოსო რობაქიძესა და გიორგი ცააძის დას შორის შელაპარაკება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება სასამართლოში: სოსო რობაქიძესა და გიორგი ცააძის დას შორის შელაპარაკება მოხდა

სოსო რობაქიძესა და გიორგი ცააძის დას შორის შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოსო რობაქიძემ სასამართლო პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, ხოლო თავის მხრივ, ირინა ცააძემ სასამართლოში მყოფ ლაშა ჩხარტიშვილს კონკრეტული საქმის გამოძიების დეტალები გამოჰკითხა, რომელიც ვანო მერაბიშვილს ეხებოდა. ლაშა ჩხარტიშვილმა კი ცააძე პროვოკაციაში დაადანაშაულა. სიტყვიერ დაპირისპირებაში სოსო რობაქიძე ჩაერთო და ირინა ცააძე მკვლელების მფარველობაში დაადანაშაულა.

ირინა ცააძემ რობაქიძეს უთხრა, რომ ის თავის ძმას იცავდა, რომელიც უდანაშაულოა და მხოლოდ ქვეყანას იცავდა.

მხარეებს შორის დაპირისპირება მანდატურებმა განმუხტეს და სასამართლოს შენობა როგორც ირინა ცააძეს, ისე სოსო რობაქიძეს, მის ძმას და ლაშა ჩხარტიშვილს დაატოვებინეს.