აქცია აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მოთხოვნით
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" აზარტული თამაშების მკაცრ რეგულაციებს ითხოვს. ამ მოთხოვნით ორგანიზაციის წევრებმა აქცია პუშკინის სკვერში გამართეს. აქციის მიზანია შეიზღუდოს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობა როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში. ორგანიზაციის წევრები სახელმწიფო ინსტიტუტებს პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებენ.