რა ხდება ფილმში, რომელზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო - კადრები ფილმიდან "LOVE"
ფილმის ოფიციალური თრეილერი
კანის ფესტივალზე წარდგენილ ფილმზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გასპარ ნოეს ფილმი "Love", ექსპერტიზის დასკვნით, პორნოგრაფიას მიეკუთვნება. ძიება 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 21 მაისს კანში გასპარ ნოეს სკანდალური ეროტიკული ფილმი Love (სიყვარული) აჩვენეს. სურათმა, რომელიც კინოჩვენების ძირითად პროგრამაში არ შედის, ზედმეტად ღია სექსუალური სცენების გამო მაყურებელი გააოგნა.
ფილმში ჩანან, სრულიად შიშველი ადამიანები, ორგიები, ორალური სექსი, ამასთან სასქესო ორგანოებს ახლო ხედით აჩვენებენ. ერთ-ერთ ეროტიკულ სცენაში კი, სიუჟეტის მიხედვით 17 წლის გოგონა და ტრანსსექსუალი მამაკაცი არიან ჩართული. "წლების მანძილზე ვოცნებობდი, შემექმნა ფილმი, რომელიც სრულად გადმოსცემდა ახალგაზრდა წყვილის ვნებას, სიყვარულს მისი ფიზიკური და ემოციური გამოვლინებით" - ამბობს ინტერვიუში გასპარ ნოე.
ფილმის დასრულების შემდეგ, აუდიტორიის ნაწილი აპლოდისმენტებით, ფეხზე წამომდგარი შეეგება რეჟისორსა და მსახიობებს, კრიტიკოსების ნაწილმა კი უკმაყოფილება ვერ დაფარა ნოეს "სისხლის, სპერმისა და ცრემლის" ნამუშევარზე. კრიტიკოსებმა უკვე აღნიშნეს, რომ რეჟისორი სექსის სცენების ასახვისას "ნიმფომანში" ლარს ფონ ტრიერზე შორს წავიდა, "გრეის 50 ელფერი" კი "სიყვარულის" ფონზე 1950-60-იანი წლების ჰოლივუდის რომანტიკული კომედიასავით გამოიყურება.