მართეთ თქვენი განწყობა ტელეფონის დახმარებით - Thync-ს საფთქელსა და კისერზე მაგრდება
დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ჩვენი გონება იფიტება და განწყობა გვიქვეითდება. ამ პრობლემის გადაჭრა და ჩვენი განწყობის ამაღლება უკვე მარტივად შეიძლება 2015 წლის ინოვაციის სახელად Thync-ის მეშვეობით. Thync ეს არის პატარა პლასტმასის ხელსაწყო, რომელიც თქვენს საფთქელსა და კისერზე წებოვანი ლენტის საშუალებით მაგრდება და ტელეფონის დახმარებით იმართება. სმარტფონი მოწყობილობას ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება და მსუბუქი ვიბრაციის საშუალებით გეხმარებათ სიმშვიდის მოპოვებაში ან პირიქით, გონების სტიმულირებასა და ახალი ენერგიით ავსებაში.
Thync-ი მსუბუქი ელექტრო პულსების დახმარებით თქვენი საფეთქლის კანის სტიმულირებას ახდენს, რაც ააქტიურებს ტვინს და ირიბად ახდენს გავლენას თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ამრიგად თქვენი სურვილისამებრ არჩევანს აკეთებთ ორ ემოციურ მდგომარეობას: სიმშვიდესა და ენერგიულობას შორის. პროცედურა 10 წუთს საჭიროებს, ხოლო შედეგი 45 წუთამდე გრძელდე.