loader

დეკორაციული ბურთი, რომელიც ძილის გაუმჯობესებასა და იდეალური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეკორაციული ბურთი, რომელიც ძილის გაუმჯობესებასა და იდეალური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ

Sense-ი არის ერთ-ერთი ინოვაციური გამოგონება, რომელიც თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს ეხმიანება. ეს ერთი შეხედვით დეკორაციული ბურთი გეხმარებათ ძილის გაუმჯობესებასა და თქვენთვის იდელური გარემოს შექმნაში. კერძოდ, Sense-ი შეისწავლის თქვენი საძინებლის პირობებს და გაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ახდენს გავლენას თქვენს ძილზე. ის გაწვდით მონაცემებს ოთახის ტემპერატურის, ტენიანობის, განათებისა და ოთახში დაგროვილი მტვრის რაოდენობის შესახებ. ამის შემდეგ Sense-ის სისტემა სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით გაძლევთ მითითებებს, თუ როგორ გაიუმჯობესოთ ის გარემო, სადაც ღამეს ატარებთ.

თქვენს ძილზე მზრუნველი ეს მოწყობილობა მაღვიძარის ფუნქციასაც ასრულებს. ის სწორ დროს არჩევს თქვენს გასაღვიძებლად, ისე, რომ არც სამსახურში დააგვიანოთ და გამოძინებაც მოასწროთ. შედეგად, თქვენ დასვენებული და ახალი ენერგიით სავსე იღვიძებთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ნაკლები საათი გძინავთ, თქვენი ღამე გაცილებით ნაყოფიერია და დილას ხალისით იწყებთ.