loader

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს 1 წევრს, ვახტანგ მჭედლიშვილს. მიქაუტაძის კანდიდატურა საბჭოს წევრებს საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 29 თებერვალს წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 22 თებერვალს, მას შემდეგ გახდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.