თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს 1 წევრს, ვახტანგ მჭედლიშვილს. მიქაუტაძის კანდიდატურა საბჭოს წევრებს საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 29 თებერვალს წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 22 თებერვალს, მას შემდეგ გახდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 22 თებერვალს, მას შემდეგ გახდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.