უსუფაშვილის პირველი კომენტარი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ - დახურულ კარს მიღმა საუბრის დეტალები
"რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაში თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი მონაწილეობდნენ.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა.