loader

ეს მინი ბლუთუზი დაკარგულ ნივთს წამებში გაპოვნინებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს მინი ბლუთუზი დაკარგულ ნივთს წამებში გაპოვნინებთ

ალბათ ყველას დაგვიკარგავს საფულე, გასაღები, ტელეფონი, ჩანთა ან ნებისმიერი სხვა ნივთი და გვინატრია გვქონოდა ისეთი მოწყობილობა, რომელიც წამბეში დაგვეხმარებოდა დაკარგული ნივთის პოვნაში. ამ პრობლემის გადაჭრა უკვე მარტივად შეიძლება მინი ბლუთუზის Tile მეშვეობით. ეს პატარა ზომის მოწყობილობა შეგიძლიათ ჩადოთ საფულეში ან ჩანთაში, ჩამოკიდოთ გასაღებზე ან თუნდაც მიამაგროთ თქვენს პერსონალურ კომპიუტერს. თუ თქვენი ნივთი 30 მეტრის რადიუსში იმყოფება, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მისი ტელეფონის სპეციალური აპლიკაციის საშუალებით პოვნა.

თქვენ ნივთზე მიმაგრებული ეს პატარა ფირფიტა ხმამაღლა გამოსცემს მელოდიას მანამ, სანამ მას არ მიაგნებთ და პირიქით, თუ თქვენ ტელეფონი დაკარგეთ Tile-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ თქვენს ტელეფონს და ის სპეციალურ სიგნალს გამოსცემს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტელეფონს ხმა გამორთული აქვს. თუ დაკარგული ნივთი თქვენგან გაცილებით შორს მდებარეობს, ესეც არ წარმოადგენს პრობლემას. Tile ავტომატურად იმახსოვრებს ბოლოს როდის და სად დატოვეთ თქვენი ნივთი, შესაბამისად, თქვენ იცით თავდაპირველად სად უნდა დაიწყოთ მისი ძებნა. ეს პატარა ფირფიტა წყალგამძლეა და მისი ბატარეა ერთ წელს ძლებს, რის შემდეგაც მას ახალი ბატარეათი ანაცვლებთ.