loader

ექსპრომტი დუეტი ამერიკულ Voice-ში: ადამ ლავინმა კონკურსანტთან ერთად საკუთარი სიმღერა შეასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსპრომტი დუეტი ამერიკულ Voice-ში: ადამ ლავინმა კონკურსანტთან ერთად საკუთარი სიმღერა შეასრულა

ამერიკაში Voice-ის ახალი, მეათე სეზონის შესარჩევი ტურები დაიწყო და პირველ ეპიზოდში საკმაოდ საინტერესო კონკურსანტები წარდგნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო 21 წლის მაიკ სკიავო, რომელმაც სიმღერა Talking Body შეასრულა. შემდეგ კი საუბრისას აღნიშნა, რომ ჯგუფი Maroon 5 მოსწონს და მათი რეპერტუარიდან ყველაზე მეტად She Will Be Loved უყვარს. ქრისტინა აგილერამ ადამს შესთავაზა, რომ მაიკთან ერთად ზუსტად ეს სიმღერა შეესრულებინა და ადამიც მაშინვე დათანხმდა.

საბოლოო ჯამში, 21 წლის მომღერალმა არჩევანი ზუსტად Maroon 5-ის სოლისტზე შეაჩერა.