ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ტერმინის "საქართველო-ოსეთის კონფლიქტის" შეცვლაზე მსჯელობს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ტერმინის "საქართველო-ოსეთის კონფლიქტის" შეცვლაზე მსჯელობს. ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" წერს. როგორც ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი, პიოტრ გასიევი ამბობს, "არსებული ტერმინი არ ასახავს მოვლენების არსს, არ განსაზღვრავს, ვინ არის მსხვერპლი და ვინ აგრესორი".