ენიო მორიკონეს პირველი "ოსკარი" 70-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ
87 წლის ლეგენდარული კომპოზიტორი ენიო მორიკონე "ოსკარზე" ექვსჯერ იყო ნომინირებული. წელს იგი კვენტინ ტარანტინოს ფილმ The Hateful Eight-ისთვის იყო ნომინირებული. მორიკონე "ოსკარზე" პირველად 1979 წელს წარადგინეს ფილმისთვის Days of Heaven, 1987 წელს ფილმისთვის The Mission, 1988 წელს ფილმისთვის The Untouchables, 1992 წელს ფილმისთვის Bugsy, 2001 წელს ფილმისთვის Malèna. ხოლო 2007 წელს მას საპატიო "ოსკარი" გადასცეს.