2 მარტს "რუსთაველის" თეატრში Soap&Skin წარდგება მსმენელის წინაშე
2 მარტს, 20:00 საათზე "რუსთაველის" თეატრში ახალი პროექტის, "მუზამეს" პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის ფარგლებში, თბილისს ავსტრიული მუსიკალური ექსპერიმენტული პროექტი "Soap&Skin" ეწვევა.
"Soap&Skin" 25 წლის ავსტრიელი ხელოვანის, ანია პლაშგის პროექტია, რომელმაც თბილისში პირველი ვიზიტისას ქართველ მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ანია ავსტრიული პოპის ახალ ვარსკვლავადაა აღიარებული. Björk-ითა და სერგეი რახმანინოვით შთაგონებულმა, სადებიუტო ალბომი Lovetune for Vacuum 2009 წელს გამოუშვა და მალევე მოხვდა ავსტრიის, გერმანიისა და საფრანგეთის მუსიკალურ ჩარტებში.