"ოსკარებზე" წამყვანის, კრის როკის მონოლოგმა დარბაზში უხერხულობა გამოიწვია
"მე აქ მოსული ვარ კინოაკადემიის დაჯილდოებაზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც თეთრი ადამიანების არჩევანის დაჯილდოება. წამყვანის ნომინაციები რომ ყოფილიყო, მე საერთოდ არ ამირჩევდნენ. ეს არის ყველაზე უცნაური, გიჟური "ოსკარები" წასაყვანად. ვფიქრობდი, უარი მეთქვა, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ "ოსკარები" მაინც ჩატარდებოდა და სულაც არ მინდა, კიდევ ერთი სამსახური კევინ ჰარტმა წამართვას", - ასე დაიწყო თავისი მონოლოგი კრის როკმა. 10-წუთიანი სიტყვა მან ძირითადად იმ თემას დაუთმო, რამაც დიდი კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ, "ოსკარის" ნომინაციების გამოცხადების შემდეგ ბევრი ფერადკანიანი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ არც ერთი მათგანი არ იყო წარდგენილი ნომინაციაში და ყველა ნომინანტი თეთრკანიანი იყო. ბევრმა ცნობილმა მსახიობმა "ოსკარს" ბოიკოტიც კი გამოუცხადა.
მაყურებლები აღნიშნავდნენ, თუ როგორი უხერხულობა იგრძნობოდა დარბაზში კრის როკის მონოლოგის დროს და რომ ვერ ხვდებოდა ხალხი, უნდა გაეცინათ მათ კრისის ხუმრობებზე თუ არა.
მაყურებლები აღნიშნავდნენ, თუ როგორი უხერხულობა იგრძნობოდა დარბაზში კრის როკის მონოლოგის დროს და რომ ვერ ხვდებოდა ხალხი, უნდა გაეცინათ მათ კრისის ხუმრობებზე თუ არა.