"ეს ტრადიცია საქართველოდან შემოვიდა" - სომეხმა პარლამენტარმა თანაპარტიელ ბიჭებს ერთმანეთის გადაკოცნა აუკრძალა
სომხეთის ოპოზიციური პარტიის, "ეროვნული კონგრესის" საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა არამ მანუკიანმა სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მამაკაცების მიერ ერთმანეთის გადაკოცნის ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს და ეს "უმსგავსო" ტრადიცია სომხეთში საქართველოდან შევიდა. ამ ინიციატივას პარლამენტში სხვადასხვა დეპუტატების სიცილი მოჰყვა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა კი ემოციების შეკავება ვერ მოახერხა და დეპუტატის განცხადებაზე უპასუხა, რომ მთავარია ეს კოცნა "იუდას კოცნა" არ იყოს, დანარჩენი კი ყველაფერი ნორმალურია.
არამ მანუკიანი ("ეროვნული კონგრესის" საპარლამენტო ფრაქციის მდივანი): "ჩემს თანაპარტიელ ბიჭებს ერთმანეთის გადაკოცნა ავუკრძალე. ეს არის ტრადიცია, რომელიც საქართველოდან შემოვიდა. იქ კაცები ყოველდღე კოცნიან ერთმანეთს. იმავეს ნუ გააკეთებთ, ეს ლამაზი არაა, ბავშვები გიყურებენ."