loader

პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ თვითონ" საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჯარიმების გაზრდას აპროტესტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ თვითონ" საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჯარიმების გაზრდას აპროტესტებს

პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ თვითონ" საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჯარიმების გაზრდას აპროტესტებს.

როგორც პოლიტიკური მოძრაობის "ჩვენ თვითონ" ერთ-ერთმა ლიდერმა ლიკა ნაღებაშვილმა დღეს, 23 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, 1-თეთრიანი ანგარიშსწორება სავალდებულო გახდა, ანუ ის, ვინც მყიდველს ხურდაში თუნდაც 1 თეთრს არ დაუბრუნებს, 200-დან 400 ლარამდე დაჯარიმდება. ეს ეხება ყველას, მათ შორის ბაზარში და დახლებზე მოვაჭრე ადამიანებსაც.

"ცვლილების ოფიციალური მოტივაცია 1 და 2-თეთრიანების მიმოქცევაში გაშვებაა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ ეს საკმაოდ სულელური და უსარგებლო ნორმაა. მეწარმეს შეუძლია, საკუთარი პროდუქტის ფასი 5 თეთრის სიზუსტით დაამრგვალოს და ხურდად 1 თეთრის დაბრუნება საჭირო არ გახდება. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ამ ცვლილების ავტორებს ბოროტი განზრახვა აქვთ. ეს არის პატარა ხაფანგი, რომელიც ხელისუფლებამ დაუგო მეწარმეებს და რამდენიც გაებმება მასში, იმდენი 400 ლარი შევა ბიუჯეტში", - აცხადებს ლიკა ნაღებაშვილი.

"ჩვენ თვითონ" მოუწოდებს ხელისუფლებას, შეჩერდეს დაჯარიმების პროცესი 1 წლით, მანამდე, სანამ 1 და 2-თეთრიანი მონეტები მიმოქცევაში მასობრივად გავა და მცირე მოვაჭრეებიც ამ ახალ ნორმასთან შეგუებას შეძლებენ.