7 წლის გოგონამ ვიქტორ ცოის სიმღერით რუსული საბავშვო Voice-ის ჟიურის წევრები გადარია
ცოტა ხნის წინ რუსული საბავშვო Voice-ის მესამე სეზონის შესარჩევი ტურები დაიწყო. დიდი მოწონება დაიმსახურა 7 წლის იაროსლავა დიგტირიოვამ, რომელმაც ვიქტორ ცოის Кукушка შეასრულა. გოგონას ორი მწვრთნელი შემოუბრუნდა და მან არჩევანი დიმა ბილანზე გააკეთა. ვიდეოს კი, რომელიც Youtube-ზე განათავსეს 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.