loader

სხვისი კუთვნილი 7 000 დოლარის თაღლითურად დაუფლებისთვის ორი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სხვისი კუთვნილი 7 000 დოლარის თაღლითურად დაუფლებისთვის ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი კუთვნილი 7 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აპოლონ ჯანჯღავა და რატი ბურდულაძე სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის სახელის მოტყუებითი გამოყენებით, ქალაქ რუსთავში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის მიზნით, სასურველი საფასურის დადგენის, აუქციონის ჩატარებისა და მასში გარანტირენული გამარჯვების სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქის კუთვნილ 7 000 აშშ დოლარს.