loader

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იტყობინება, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული თბილისის მცხოვრები.

გავრცელებული ცნობით, იგი 24 თებერვალს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს. ინციდენტი ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური სასამართლოსთვის გადასაცემ მასალებს ამზადებს.