დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილს საბურავები დაუჭრეს - გამოძიება დაწყებულია
შსს-მ დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის საბურავების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის მფლობელს საცხოვრებელ კორპუსთან მდგომ მანქანებზე საბურავები დაჭრილი დახვდა. შემთხვევა დიდი დიღმის III მიკრორაიონში მოხდა.
დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის მფლობელს საცხოვრებელ კორპუსთან მდგომ მანქანებზე საბურავები დაჭრილი დახვდა. შემთხვევა დიდი დიღმის III მიკრორაიონში მოხდა.