თბილისში წელს 180 000 ნერგი დაირგვება - გამწვანებისთვის 900 000 ლარია გამოყოფილი
დედაქალაქში წელს 180 000 ნერგი დაირგვება, რისთვისაც 900 000 ლარია გათვალისწინებული, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა განაცხადა.
ნინო სულხანიშვილმა 2016 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებების გეგმის პროექტი წარადგინა. პრეზენტაციას დედაქალაქის მერის მოადგილე ნანა ხატისკაცი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.