loader

პროკურატურამ მოსამართლეთა ტესტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურამ მოსამართლეთა ტესტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადმოგზავნილი დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.