პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად პარლამენტს ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით გირგვლიანის საქმეზე.
მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ანა დოლიძე ამ პოსტზე შეინარჩუნებს იმ პრინციპულობას, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლების დროს და საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში გაამწესებს მას აღნიშნულ თანამდებობაზე.
ანა დოლიძე ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.