loader

12 მოკლული, აქედან 4 ბავშვი - ინტერნეტში საიდუმლო ვიდეომასალა გამოქვეყნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

12 მოკლული, აქედან 4 ბავშვი - ინტერნეტში საიდუმლო ვიდეომასალა გამოქვეყნდა

2010 წელს კუშევსაკაში საზარელი მკვლელობა მოხდა, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ოთხი ბავშვი. სერგეი ცაპოკიმ თავის თანამზრახველებთან - ანდრეი ბიკოვისთან, ვლადიმერ ალექსეევთან, სერგეი კარპენკოსთან, ვიაჩესლავ რიაბცევისთან და იგორ ჩორნისთან ერთად სასტიკად მოკლა სახლის მეპატრონე და მისი სტუმრები, შემდეგ კი გვამები ერთად დაალაგეს, ბენზინი მოასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

დამნაშავეებმა 51 წლის სერვერ ამეტოვა, მისი 48 წლის ცოლი გალინა, 19 წლის რძალი ელენა და მისი 1 წლის ქალიშვილი ამირა, ასევე, სტუმრები: ცოლ-ქმარი ვლადიმერ და მარინა მირონენკოები, მათი შვილები ალიონა და ირინა, სიმამრ-სიდედრი ვიქტორი და ლიდია იგტანენკოები დახოცეს. ბანდიტების მსხვერპლი ასევე მეზობლებიც - 36 წლის ნატალია კასიანოვა და მისი 14 წლის შვილიც გახდნენ, რომლებმაც ოჯახთან სტუმრად შეიარეს.

დღესდღეობით ექვსი დამნაშავისგან ცოცხალი მხოლოდ სამი დარჩა. სერგეი კარპენკო თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, 2011 წლის პირველ აგვისტოს რეანიმაციაში გარდაიცვალა. იგორ ჩორნიმ 2014 წლის 4 ივლისს ციხეში თავი ჩამოიხრჩო. ბანდის მეთაური სერგეი ცაპოკი 2014 წლის 7 ივლისს ასევე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ინსულტი და გულის უკმარისობა გახდა.

ვიაჩესლავ რიაბცევის და ანდრეი ბიკოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ალექსეევს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

LifeNews-ი ამ საზარელი მკვლელობის მთლიან ვიდეომასალას ავრცელებს, თუმცა PALITRATV.GE, კადრების სიმძიმიდან გამომდინარე, გამოქვეყნებული ვიდეომასალის მხოლოდ ფრაგმენტს გთავაზობთ.