"ნაციონალები" ცოცხალი ჯაჭვის გაბმას გეგმავენ - საპროტესტო აქციის დეტალები
"ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომის" საწინააღმდეგოდ, მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსეთის საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვის გაბმას გეგმავს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 6 მარტს "გაზპრომის" წინააღმდეგ სიმბოლურ აქციას გამართავს, - აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.