რამდენი მილიონის ეკონომია აქვს დედაქალაქის ბიუჯეტს ტენდერების შედეგად 2015 წელს?
2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ნარმანიამ განმარტა, 2015 წელს დედაქალაქის მერიამ წინა წელთან შედარებით რაოდენობრივად 26%-ით მეტი ტენდერი გამოაცხადა.