ინოვაციური კალამი, რომლითაც ჰაერში ხატავთ
3Doodler 2.0 - ეს ინოვაციური კალამია, რომელსაც პირდაპირ ჰაერში შეიძლია ხატვა და სამგანზომილებიანი ნამუშევრების შექმნა. 3Doodler 2.0-ის გამოყენების პრინციპი მარტივია, კალამში სხვადასხვა ფერის პლასტიკატია მოთავსებული, რომელიც თხევად მასად გარდაიქმნება და მელნის მაგივრობას წევს. ხატვისას, თხევადი მასა სწრაფად გრილდება და მყარდება, შედეგად კი სამგანზომილებიან ობიექტს ვიღებთ, ყოველგვარი კომპიუტერული პროგრამის გამოყენების გარეშე. ამ ინოვაციური კალმის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ყველაფერი: სამგანზომილებიანი ნახატები, სამკაულები, ტანსაცმლის აქსესუარები, არქიტექტურული მოდელები და თვით ბრაილის შრიფტიც, დანარცენი მხოლოდ თქვენს წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული.