სადილის მომზადება უკვე უფრო მარტივი ჭკვიანი ტაფის დახმარებით
საყვარელი კერძის მომზადება ახლა უკვე გაცილებით მარტივია ჭკვიანი ტაფის, Pantelligent-ის მეშვეობით. ამ თანამედროვე ტიპის ტაფის გამოყენებით თქვენ შეძლებთ მოამზადოთ სასურველი კერძი, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა მზარეულმა. ერთი შეხედვით Pantelligent-ი ვიზუალურად არაფრით არ განსხავდება სხვა ჩვეულებრივი ტაფებისგან, თუმცა მისი საიდუმლო ტაფის სახელურში ჩამონტაჯებულ პროგრამაშია, რომელიც თქვენს სმარტფონის აპლიკაციას უკავშირდება. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ე.წ. ჭკვიანი ტაფა გაგებინებთ როდის უნდა მოუმატოთ ან დაუკლოთ ტემპერატურას, როდის უნდა გადმოაბრუნოთ თქვენი კერძი რომ არ დაიწვას ან თუნდაც როდის უნდა დაუმატოთ შემდეგი ინგრედიენტი ეტაპობრივად. უფრო მეტიც, აპლიკაციას მოყვება რეცეპტების კრებული, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ სადილის მომზადების პროცესს. Pantelligent- ის შეძენა უკვე ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია 199 დოლარად.