მამუკა ღლონტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რას ითხოვს "მაესტროს" 15%-იანი წილის მფლობელი?
"მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და 15%-იანი წილის მფლობელმა მამუკა ღლონტმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. PALITRANEWS-ის ინფორმაციით, ღლონტი 4 თებერვალს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, პარტნიორთა კრებამ თანამდებობიდან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გადააყენა და მის ნაცვლად ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.