loader

17 წლის სამირა ბაირამოვამ დაკითხვის შემდეგ პოლიციის განყოფილება დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 წლის სამირა ბაირამოვამ დაკითხვის შემდეგ პოლიციის განყოფილება დატოვა

17 წლის სამირა ბაირამოვამ, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გატაცებული იყო, ისან-სამგორის სამმართველოს შენობა დატოვა. სამირა ბაირამოვა პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან პოლიციის დატოვებისას კომენტარის გაკეთება არ ისურვა. როგორც ადგილზე მყოფმა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაირამოვას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაზიანებები არ აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, გოგონაზე ზეწოლა და ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა.

სამირა ბაირამოვა რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ორი დღის განმავლობაში იგი თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო გუშინ იგი გაათავისუფლეს.
ოჯახი სარჩელის გამოტანას არ აპირებს. სამირა ბაირამოვა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს. თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.