loader

იუსტიციის საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუსტიციის საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

მოსამართლეთა კონფერენციამ 213 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩია. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობდა კონფერენციის 226 რეგისტრირებული მოსამართლე. 13 ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო დანარჩენმა 213-მა მოსამართლემ ხმა სწორედ მეთოფიშვილის კანდიდატურას დაუჭირა. მეთოფიშვილი ერთადერთი კანდიდატურაა, რომელიც კონფერენციაზე დაასახელეს, მისი კანდიდატურა საბჭოს წევრობაზე საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა.