ნინო გვენეტაძეს მამუკა ახვლედიანის ჯანმრთელობით დაინტერესებისკენ მოუწოდეს
მოსამართლეთა რიგგარეშე მე-17 კონფერენციაზე მამუკა ახვლედიანისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოსამართლეებმა არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს. სიტყვით გამოსვლისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსამართლეები მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დიდი ხანია დიალოგს სთავაზობენ, თუმცა ისინი მხოლოდ "ერთ ადამიანს შეხვდნენ".
"ჩვენ მოვუწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრისკენ, თუმცა ისინი ერთ ადამიანს შეხვდნენ. არაერთხელ ვუთხარით მათ მოიტანონ პროექტი კრიტერიუმებთან დაკავშირებით, მაგრამ ტელევიზორში ჩვენი ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ," - განაცხადა დავით მამისეიშვილმა.