3 საკითხი, რომელზეც ირანი და საქართველო შეთანხმდნენ
ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს. სტატიას ამ სათაურით ირანული გამოცემა "თეირან თაიმსი" აქვეყნებს. როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ამის შესახებ ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ჰამიდ ჩიჩიანმა ქართველ კოლეგა კახი კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შეთანხმებას მივაღწიეთ სამ ძირითად სფეროში: 1) ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს; 2) ირანი ითანამშრომლებს საქართველოსთან მისი ელექტროქსელების განვითარებისა და განახლების კუთხით; 3) განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხი", - განაცხადა ირანის ენერგეტიკის მინისტრმა.
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე