loader

სისხლის კვალი პაპიძის სახლში - პროკურატურის მორიგი მტკიცებულება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლის კვალი პაპიძის სახლში - პროკურატურის მორიგი მტკიცებულება

იხილეთ ვიდეო| როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან ერთად - პროკურატურა ვიდეომასალას აქვეყნებს

პროკურატურა: შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების მიერ ქ. თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს წინ ნანახი იქნა ომარ ქაფიაშვილისა და თორნიკე ქაფიაშვილის გვამები. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებს ტანთ ეცვათ ზამთრის სეზონისთვის შეუფერებლად. კერძოდ: ომარ ქაფიაშვილს ეცვა მხოლოდ სპორტული შარვალი, მაისური და წინდები, ხოლო თორნიკე ქაფიაშვილს მოკლესახელოებიანი მაისური, რეიტუზი და სპორტული შარვალი. ომარ ქაფიაშვილის გვამს ზურგზე აღენიშნებოდა სხეულის იატაკზე გათრევისათვის დამახასიათებელი კვალი. მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიების მიერ გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანსა და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი (იხ. ფოტოები: ფოტო1, ფოტო2, ფოტო 3, ფოტო4, ფოტო5, ფოტო6). (ლურჯი ფერის ნათება არის მოწმენდილი სისხლის კვალი. იგი დამუშავებულია სპეციალური საშუალებებით, რომლის ზემოქმედების შედეგადაც სისხლი იღებს აღნიშნულ ფერს). სისხლის კვალი ასევე აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის ჩარჩოზე და დერეფანში ქაფიაშვილის გვამის აღმოჩენის ადგილამდე.