"ქართული ფილოლოგიის უზარმაზარი კოლოსი წაიქცა" - ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე დაესწრნენ.
დაკრძალვამდე ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაიხადა.
დაკრძალვამდე ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაიხადა.