ევროპელ მაღალჩინოსანს მოსკოვში ხინკლით გაუმასპინძლდნენ
მოსკოვში საქმიანი ვიზიტით მყოფ შვეიცარიელ მაღალჩინოსანს, რომელიც წარსულში გენპროკურორის პოსტს იკავებდა, მოსკოვში ხინკლით გაუმასპინძლდნენ. ვახშმისთვის ის რესტორან "ხაჭაპურში" მიიწვიეს. როგორც LifeNews-ი იუწყება, მან წითელი ქართული ღვინოც დააგემოვნა.