რა დავებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო "რუსთავი 2"-სა და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელზე?
საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2"-სა და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. დავის საგანს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის ორი საკითხი წარმოადგენს. ერთი შეეხება დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმას, ხოლო მეორე - დროებითი მმართველის დანიშვნას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობისას ორივე ნორმა შეაჩერა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობისას ორივე ნორმა შეაჩერა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.