loader

"უცნობის" ახალი მოთხოვნა სასამართლოს - რა გადაწყვეტილებას ელოდება გაჩეჩილაძის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უცნობის" ახალი მოთხოვნა სასამართლოს - რა გადაწყვეტილებას ელოდება გაჩეჩილაძის ადვოკატი?

გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ სასამართლოს კრედიტორთა კრების გადადების მოთხოვნით მიმართა. როგორც ირაკლი კორძახიამ განაცხადა, "მაესტროს" არ ჰყავს კრედიტორი და შესაბამისად, კრება არ უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ბაია გადაბაძე იცავს არა "მაესტროს", არამედ კოტე გოგელიას ინტერესებს.

ადვოკატის განმარტებით, კრედიტორთა კრების გადადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ უნდა გახდეს ცნობილი. კრედიტორთა კრების გადადება "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ მოითხოვა.

გია გაჩეჩილაძე ბაია გადაბაძეს და კოტე გოგელიას მედიაშანტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გადაბაძეს და გოგელიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.