loader

ქობულეთელი მამაკაცი 4 წლის შვილზე ძალადობდა - ნაცემ პატარას სისხლჩაქცევები აღენიშნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთელი მამაკაცი 4 წლის შვილზე ძალადობდა - ნაცემ პატარას სისხლჩაქცევები აღენიშნება

ქობულეთში, 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი გუშინ გვიან საღამოს აიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 126-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოჯახში არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე ან 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მამაკაცი წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.

საქმეში სოციალური აგენტიც ჩაერთო და ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა.