LG-ის ახალი სმარტფონი, რომლის ეკრანი ყოველთვის ჩართულია
21 თებერვალს ბარსელონაში კომპანია LG ახალი G5 სმარტფონის პრეზენტაციას გამართავს, რომლის ეკრანი ყოველთვის ჩართული იქნება სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად. გავრცელებული ცნობით, ეკრანზე ნაჩვენები იქნება დრო, თარიღი, შესული და გაშვებული ზარები და შეტყობინებები და სხვა აქტივობები.