loader

რუს ფეხბურთელს "ფენერბაჰჩესთან" მატჩში მაისურზე პუტინი ეხატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუს ფეხბურთელს "ფენერბაჰჩესთან" მატჩში მაისურზე პუტინი ეხატა

მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი დმიტრი ტარასოვი "ფენერბაჰჩესთან" ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსახულებიანი მაისურით გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც თურქული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ტარასოვმა გუნდის ფორმა გაიხადა და მაისური გამოაჩინა, რომელზეც პუტინი იყო გამოსახული. პუტინის სახის დაბლა ასევე იყო წარწერა: "ყველაზე თავაზიანი პრეზიდენტი".

"ის ჩემი პრეზიდენტია. მე მას პატივს ვცემ და გადავწყვიტე, მეჩვენებინა, რომ ყველგან მის გვერდით ვარ და მხარს ვუჭერ. ამ მაისურზე ყველაფერი წერია, რისი თქმაც მინდოდა", - თქვა ტარასოვმა.