ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას რუსეთი მიაწვდის
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 16 თებერვლიდან მოიხსნა. ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზიას" კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურში განუცხადეს. გავრცელებული ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგიით რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს მანამ, ვიდრე წყალუხვობა არ დაიწყება.