loader

რა ხდებოდა თბილისის აეროპორტში ძლიერი ნისლის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა თბილისის აეროპორტში ძლიერი ნისლის დროს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე საათით გადაიდო. თვითმფრინავის მიღება, რომლითაც საქართველოში მევლუთ ჩავუშოღლუ უნდა ჩამოფრენილიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ძლიერი ნისლის გამო ვერ შეძლო.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში უკრაინიდან, წუხელ ღამით უნდა ჩამოფრენილიყო, დილიდან კი მას საგარეო უწყებაში შეხვედრები უნდა გაემართა. არსებული ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს რამდენიმე საათში ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დილით დაგეგმილი შეხვედრა კი დღის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.