რას სთავაზობს მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს?
მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას სთავაზობს და ტელეკომპანიის რეაბილიტაციის გეგმის წარმოდგენისკენ მოუწოდებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, თუკი იქნება დამაკმაყოფილებელი რეაბილიტაციის გეგმა წარმოდგენილი, ასათიანი მხარს დაუჭერს რეაბილიტაციას და უარს იტყვის ტელეკომპანიის გაკოტრების კუთხით მოვლენების განვითარებაზე.
გვენეტაძის განცხადებით, გაჩეჩილაძეები თუკი სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორად დაფიქსირდებიან, მონაწილეობას მიიღებენ გადახდისუუნარობის საქმეში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, მაკა ასათიანს სურს, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში არასამთავრობოები და ექსპერტები ჩაერთონ.